RSS ახალი ამბები

ისრაელი

ავტორი: admin | 6-02-2012, 18:10 | ქვეყნები | ნახვა: 124 | კომენტ: 0

 

دولة اسرائيل / מדינת ישראל
ისრაელის სახელმწიფო
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნიהַתִּקְוָה - ჰათიკვა (იმედი)
 
 
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი იერუსალიმი
31°47′N 35°13′E
უდიდესი ქალაქი იერუსალიმი
ოფიც. ენები ებრაულიარაბული
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია
  -პრეზიდენტი შიმონ პერესი
  -პრ.-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ
   
   
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
20,770 კმ²(151-ე)
 
  2%
მოსახლეობა
 - 2007 სავ.
 - 1995 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
7,184,000 (96-ე)
5,548,523
324 ად/კმ² (34-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$232.7 მილიარდი (44-ე)

$33,299 (22-ე)
აგი (2007) 0.932 (მაღალი) (23-ე)
ვალუტა ახალი შეკელი (ILS)
დროის სარტყელი (UTC +2სთ.)
  -ზაფხულის დრო (UTC +3სთ.)
ქვეყნის კოდი ISR
ccTLD .il
სატელეფონო კოდი +972
შემავალი:
აზიის ქვეყნები
 წითელი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნები

ისრაელის დასავლეთი ნაწილი

ისრაელი (ებრ. יִשְׂרָאֵל Yisra'elარაბ. إِسْرَائِيل‎‎ Isrā'īl, ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო) — ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში,ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ესაზღვრება ლიბანი ჩრდილოეთით, სირია ჩრდილოაღმოსავლეთით, იორდანიააღმოსავლეთით და ეგვიპტე სამხრეთდასავლეთით, და მოიცავს გეოგრაფიულად მრავალფეროვან რეგიონებს მის შედარებით მცირე ტერიტორიაზე.[1] ასევე ესაზღვრება დასავლეთი სანაპირო აღმოსავლეთით და ღაზას სექტორი სამხრეთდასავლეთით. 7,28 მილიონი მოსახლეობით,[2] რომელთა უმრავლესობა ებრაელია, ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა.[3] ის ასევე სამშობლოა სხვა ეთნიკური ჯგუფების, მათ შორის უმრავლესობას არაბები და მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფები (მაჰმადიანები, ქრისტიანები, დრუზები, სამარიტელები და სხვ.) წარმოადგენენ.

ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე (Eretz Yisrael), კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდანიუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო,[4] და უძველესი იუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ დაამტკიცა პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომლის მიზანი „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული სახლის“ შექმნა იყო.[5] 1947 წელს გაერომ დაამტკიცა პალესტინის დაყოფა ორ სახელმწიფოდ, ებრაულ და არაბულ ნაწილებად.[6] 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეზობელ არაბულ ქვეყნებთან ომის დაწყება მოჰყვა, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე. ისრაელი ამ ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება.[7] დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი დისპუტის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილი ეგვიპტესთან და იორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.

ისრაელი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა საპარლამენტო სისტემითა და საყოველთაო საარჩევნო უფლებით.[8][9] პრემიერ-მინისტრიმთავრობის ხელმძღვანელის, ხოლო ქნესეთი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებას ასრულებს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით 44-ეა მსოფლიოში.[10] ჰუმანური განვითარებითპრესის თავისუფლებითა და ეკონომიკური კონკურენტულობით ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რანგით პირველია.[11][12][13] იერუსალიმი ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქია და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო თელ-ავივი — ეკონომიკური ცენტრი.

ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) მდებარეობს. თორის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწაა ეგვიპტის მონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის. ანტიკურ ხანაში, ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა ისრაელის გაერთიანებული სამეფო (მე-11 საუკუნიდან 928 წლამდე - ჩვენს წელთაღრიცხვამდე); შემდეგ ეს სამეფო ორად გაიყო: ქვეყნის ჩრდილოეთში ისრაელის სამეფო ჩამოყალიბდა, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 722 წლამდე იარსება, სამხრეთში კი იუდეის სამეფო. ეს უკანასკნელი საბოლოოდ ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში განადგურდა, თუმცა მანამდეც რამდენჯერმე შეწყვიტა არსებობა.

უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 63 წელს, პომპეუსის მიერ იერუსალიმის აღების შედეგად, იუდეის სამეფო რომის იმპერიას დაექვემდებარა. ჩვენი წელთაღრიცხვით 66 წელს იუდეველები აჯანყდნენ. 70 წელს რომაელებმა ხელახლა დაიპყრეს იერუსალიმი, მეორე ტაძარი გადაწვეს და ქალაქი ააოხრეს; ამით ბოლო მოეღო ანტიკური ხანის ებრაულ სახელმწიფოებრიობას. აჯანყებულები საბოლოოდ 73 წელს დამარცხდნენ.

132 წელს ბარ-კოხვას მეთაურობით ახალი ამბოხება დაიწყო და 136 წლამდე გაგრძელდა. ეს ამბოხება რომაელებმა დიდი სისასტიკით ჩაახშვეს, რასაც ასიათასობით ებრაელი ემსხვერპლა; ამის შედეგად ებრაელი ერი უმცირესობად იქცა ისრაელის მიწაზე. მე-9 საუკუნემდე ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ებრაული ქალაქი და სოფელი, შემდეგ კი ძალზე მცირერიცხოვანი თემებიღა შემორჩა.

მე-4 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე ისრაელის მიწა, რომელიც უფრო პალესტინის სახელითაა ცნობილი, მრავალ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების დამპყრობელს ჩაუვარდა ხელთ. შუა საუკუნეების მიწურულიდან ებრაელები შეძლებისდაგვარად ჩამოდიოდნენ აქ დიასპორიდან და მათი რიცხვი ქვეყანაში ნელ-ნელა მატულობდა. მე-19 საუკუნიდან,სიონისტური მოძრაობის დაარსების მიჯნაზე, ამ იმიგრაციამ მასობრივი ხასიათის მიღება დაიწყო, რის შედეგადაც ებრაელები თანდათან ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ.

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანი და სირია მდებარეობს, აღმოსავლეთით იორდანია, სამხრეთით წითელი ზღვა, ხოლო დასავლეთით ეგვიპტე და ხმელთაშუა ზღვა. ყველაზე გრძელი საზღვარი ისრაელს აქვსიორდანიასთან 238 კმ, ყველაზე მოკლე საზღვარი სირიასთან 76 კმ. საზღვაო სანაპირო ხაზის სიგრძე 273 კმ. ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 450 კმ-ზე, ხოლო ყველაზე განიერი ადდილი აღწევს 137 კმ-ს.

ფართობი - 20.800 კვ.კმ, მათ შორის პალესტინის არაბული სახელმწიფოსათვის გაეროს მიერ გამოყოფილი ტერიტორია - 6.220 კმ2 (ღაზას სექტორი და იორდანის დასავლეთი ნაპირი).

რეგიონები. ქვეყნის ჩრდილოეთისა და ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთი მხარე მთიანია; დასავლეთში ზღვისპირული დაბლობია, სამხრეთში კი უდაბნო.

ქვეყნის ჩრილოეთში მდებარეობს გალილის მთები და 1967 წელს შემოერთებული გოლანის მაღლობები. ეს კუთხეები ყველაზე მწვანე და წყალმრავალია ისრაელში; ზამთარი აქ ყველაზე ცივი და ნალექებიანია. გალილსა და გოლანს შორის ხულას ხეობა და ქინერეთის ტბაა.

ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მთიან, აღმოსავლეთ მხარეს, გალილისაგან იზრეელის ხეობა ჰყოფს. ეს მხარე სამარიისა და იუდეის მთებს მოიცავს. ეს მთები ჩრდილოეთის მთებზე დაბალია, მაგრამ ზამთარი აქაც საკმაოდ ნალექებიანია. იუდეა სამარიის სამხრეთითაა. იუდეის მთების აღმოსავლეთით იუდეის უდაბნოა. ამ უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მკვდარი ზღვის ჩრდილოეთი ნაპირია. სამარიის მთებსა და იუდეის უდაბნოს აღმოსავლეთით იორდანის დაბლობია. ეს დაბლობი თითქმის უდაბნოსავით მშრალი და უნაყოფოა.

ისრაელის სამხრეთში ნეგევი მდებარეობს. ამ მხარეს სახელმწიფოს ტერიტორიის დაახლოებით 60% უკავია. ნეგევის უმეტესი ნაწილი უდაბნოა. ჩრდილოეთ ნეგევის აღმოსავლეთით მკვდარი ზღვის დასავლეთი ნაპირია. შუა და სამხრეთ ნეგევის აღმოსავლეთ კიდეში არავა, ანუ სტეპი მდებარეობს, რომელიც მშრალი და სრულიად უნაყოფოა.

ისრაელის დასავლეთში, ჩრდილოეთ საზღვრიდან ღაზას სექტორამდეზღვისპირული დაბლობია. ისრაელის ფარგლებში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაახლოებით 190 კილომეტრზეა გადაჭიმული. ზღვისპირული დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილს აღმოსავლეთით გალილის მთები აკრავს, ცენტრალურ ნაწილს სამარიის მთები, სამხრეთ ნაწილს კი იუდეის მთები და ჩრდილოეთ ნეგევი. დაბლობის უმეტეს ნაწილში ჰავა ძლიერ ნოტიოა; ზღვასთან სიახლოვის გამო, იქაური ზამთრები ნალექებიანობით ქვეყნის მთიან რეგიონებს არ ჩამოუვარდება, ოღონდ ზღვისპირეთში წელიწადის ამ დროსაც შედარებით თბილა. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 70% ზღვისპირულ დაბლობში ცხოვრობს.

ისრაელის დასავლეთი ნაწილი

1967 წელს შემოერთებული ტერიტორიები. სამხრეთში, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ღაზას სექტორიმდებარეობს; პალესტინელი არაბებით დასახლებული ეს ტერიტორია, რომელიც ისრაელმა 2005 წელს დათმო, 2007 წელს პალესტინის ავტონომიასაც გამოეყო და ფაქტიურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა ჰამასის ორგანიზაციის მეთავეობით.

ისრაელის სახელმწიფოსა და იორდანიას შორის მდებარეობს ისრაელის (ქვეყნის) შუა მთიანეთი - იუდეისა და სამარიის ისტორიული კუთხეები - რომელიც ძირითადად პალესტინელი არაბებითაა დასახლებული და უფრო იორდანის დასავლეთი ნაპირის სახელითაა ცნობილი. ეს ტერიტორია ერთდროულად პალესტინის ავტონომიასა და ისრაელის სამხედრო ხელისუფლებას ექვემდებარება და მისი საბოლოო სტატუსი ჯერაც გადაუწყვეტავია.

ჩრდილოეთში, ისრაელსა და სირიას შორის, გოლანის მაღლობები მდებარეობს. ეს ტერიტორია 1967 წლიდან ისრაელის მიერაა ანექსირებული,გაერო ამ ტერიტორიას კვლავინდებურად სირიის ნაწილად განიხილავს და ისრაელს მის დატოვებას სთხოვს.გოლანის მაღლობების საბოლოო სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ბუნება: მთები - გალილეის მთიანეთი; უმაღლესი მწვერვალი - მერონი 1,208 მ; მდინარე - იორდანი; ტბები - მკვდარი ზღვაქინერეთი (იგივე გალილეის).

 


ტეგები:
 (ხმების რაოდენობა #: 0)