|
|
|
კენიის რესპუბლიკა მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, კვეთს ეკვატორი. მოსაზღვრე ქვეყნებიაეთიოპია (ჩრდილოეთით), სომალი (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ტანზანია (სამხრეთით), უგანდა, ასევე ტბა ვიქტორია (დასავლეთით),სუდანი (ჩრდილო-დასავლეთით). დედაქალაქია ნაირობი. უკანასკნელ წლებში, ქვეყნის მოსახლეობა საკმაოდ სწრაფად გაიზარდა და შეადგენს დაახლოებით 38 მილიონს. კენია ფლობს ველური ბუნების უზარმაზარ რეზერვებს. აქ გავრცელებულია ცხოველთა ათასობით სახეობა.
ქვეყანას სახელი ეწოდა მწვერვალ კენიისგან, რომელიც სიმაღლით მეორეა აფრიკის მწვერვალებს შორის. 1920 წლამდე, ის ტერიტორია, რასაც დღეს ჩვენ კენიას ვუწოდებთ, ცნობილი იყო, როგორც ბრიტანეთის აღმოსავლეთ აფრიკის პროტექტორატი.
ქვეყნის ფართობია 582.646 კვ.კმ.
ფართობის მიხედვით (582.646 კმ.კვ) კენია მსოფლიოს ქვეყნებს შორის ორმოცდამეშვიდე ადგილზეა (მადაგასკარის შემდეგ). ინდოეთის ოკეანის სანაპირო ზოლზე არსებული ვაკეები, ნელ-ნელა გადადის ცენტრალურ მთიანეთში. ამ ზეგნებს შუაზე ყოფს დიდი რიფტის ხეობა. კენიის ზეგნები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ სასოფლო სამეურნეორეგიონს მთელს აფრიკაში. ამ მთიანეთში მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კენია (5 199 მ), ასევე რამდენიმე მყინვარი. სანაპიროზე კლიმატი ტროპიკულია, ქვეყნის შიგნით კი გადადის მშრალში. კენიიდან, ტანზანიის საზღვრის სიახლოვიდან შესასძლებელია აფრიკის უმაღლესი მწვერვალის – კილიმანჯაროს დანახვა (5. 895 მ).
- სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი მვაი კიბაკი (2002).
- საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - ბუნგე (224 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 7 პროვინცია (province).
კენია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა მრავალპარტიული სისტემით. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია ქვეყნის პრეზიდენტი. აღმასრულებელი ძალაუფლება ეკუთვნის მთავრობას. საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია მთავრობასა და ეროვნულ ასამბლეას შორის. სასამართლო ხელისუფლერება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან.
2002 წლეს, კენიაში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა, როგორც თავისუფალი და ყველენაირი წესის დაცვით ჩატარებული. ეს არჩევნები მნიშვნელოვანი წინგადაგდმული ნაბიჯი იყო კენიის დემოკრატიისაკენ სვლაში.
|