RSS ახალი ამბები

კვიპროსი

ავტორი: admin | 16-02-2012, 19:08 | ქვეყნები | ნახვა: 98 | კომენტ: 0
Κυπριακή Δημοκρατία (ბერძნ.)
Kypriakī́ Dīmokratía
Kıbrıs Cumhuriyeti (თურქ.)

კვიპროსის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: Ymnos pros tin Eleutherian
 
 
ქვეყნის მდებარეობა
 
 ქვეყნის კატეგორიები:
 აზიის ქვეყნები
 ევროპის ქვეყნები
 ევროპის დროშა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები
ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნები

 

 

დედაქალაქი ნიქოზია
35°08′N 33°28′E
უდიდესი ქალაქი ნიქოზია
ოფიც. ენები ბერძნულითურქული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი დიმიტრიოს ქრისტოფიასი
   
   
   
ფართობი
 - საერთო
 
9,251 კმ²(167-ე)
მოსახლეობა
 - 2007 სავ.
 - სიმჭიდროვე
 
788,457 
90 ად/კმ² (85-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$$24.497 მილიარდი (110-ე)

$$31,522 (26-ე)
აგი (2007) Green Arrow Up Darker.svg 0.903 (მაღალი) (28-ე)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)
  -ზაფხულის დრო EET (UTC +3სთ.)
ქვეყნის კოდი CYP
ccTLD .cy1
სატელეფონო კოდი +357
 
  • ოფიციალური — კვიპროსის რესპუბლიკა.
  • ეროვნულიბერძნული — Κύπρος; Kypriake Dimukratia; თურქული — Kibris; Kibris Cumhuriyeti.
  • ეტიმოლოგია: სახელწოდება მომდინარეობს სპილენძის ლათინური ფორმიდან cuprum, მართლაც ქვეყანა უხსოვარი დროიდანვე ცნობილია სპილენძის საბადოებით.
რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 9.251 კმ²-ს, მათ შორის 37 % დღემდე მიტაცებული აქვს თურქეთს (3,355 კმ²) და მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა.
1963 წელს რეაქციულმა ძალებმა გამოიწვიეს შეირაღებული შეტაკება ბერძნულ და თურქულ თემებს შორის. 1974 წელს კუნძულის ჩრდილოეთში თურქეთმა გადმოსხა თავისი შეიარაღებული ძალები და მოახდინა მისი ოკუპაცია, სადაც მოგვიანებით (1976) გამოცხადებულ იქნა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“. ეს იყო რეაქცია იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ კვიპროსის მიერთებას საბერძნეთისათვისგაეროს ეგიდით 1988 წელს დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნის მომავალი გაერთიანებისათვის, რომელიც დღემდე უშედეგოდ გრძელდება. კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებამ ახალი იმპულსი მისცა პრობლემის მოწესრიგებას.

ისტორიული მუზეუმი ნიქოზიაში, ამატუსის ფინიკიური კოლონის ნაშთები, ვენეციური ციხე-სიმაგრე (XII ს.), პაფოსიტროოდოსის მთიანეთის ძეგლები.

ბრიტანული კოლონიზაციის, რომელიც 1959 წლამდე გაგრძელდა, ყველაზე თვალშისაცემი მემკვიდრეობაა მარცხენამხრიანი საავტომობილო მოძრაობა და ინგლისური ენის ცოდნა.

ნიქოზია და კოლოსი ცნობილია თავიანთი ციხე–სიმაგრეებით. სწორედ კვიპროსში ნახავთ ლაზარეს სამარხს, წმინდა პეტრეს კოლონას და ლიმასოლი, თავისი სასახლე-ციხე-სიმაგრით,სადაც 1191 წელს ლეგენდარულმა მეფემ რიჩარდ ლომგულად წოდებულმა ქორწილი გამართა, მეფემ კუნძული იერუსალიმისკენ მიმავალმა დაიპყრო.

მართმადიდებლური კვიპროსის მონასტრების უმრავლესობას იუნესკო იცავს. მათ შორის ყველაზე ცნობილი კიკოსია, რომელიც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით არის ცნობილი. ხატის დანახვა ადამიანს არ შეუძლია: მას სპეციალური ქსოვილით ფარავენ და მხოლოდ პატარა ”ფანჯარას” უკეთებენ, რომელსაც რელიგიური დღესასწაულების დროს აღებენ. ოდითგანვე ითვლებოდა, რომ ვინც ხატს დაინახავდა ის დბრმავდებოდა. როდესაც ბერები ქსოვილს ცვლიან, მაშინაც ხატს ყველა იქ დამსწრემ თვალი უნდა აარიდოს.

ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყანაში ღვინის ნამდვილი კულტია. როგორც ამბობენ კუნძულზე ორი სახის ღვინოა : კარგი და უფრო კარგი.

კვიპროსელები ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში დანაშაული თითქმის არ ხდება. ამას მეტყველებს ერთადერთი ციხე, რომელშიც ძირითადად ვადაგასული პასპორტების მქონე ტურისტებიიხდიან სასჯელს. ეს გასაკვირი სულაც არაა, რადგან ამ ქვეყანაში ჩასულ ტურისტს, იმის მიუხედავად, რომ მის ვიზას ვადა გაუვიდა, მიწიერ სამოთხესთან განშორება უჭირს.

 


ტეგები:
 (ხმების რაოდენობა #: 1)