RSS ახალი ამბები

იტალია

ავტორი: admin | 10-02-2012, 17:23 | ქვეყნები | ნახვა: 81 | კომენტ: 0
Repubblica Italiana
იტალიის რესპუბლიკა
ქვეყნის დროშა ქვეყნის გერბი
დროშა გერბი
ჰიმნი: იტალიელთა სიმღერა (La Canzone degli Italiani)
Inno di Mameli instrumental.ogg
 
 
ქვეყნის მდებარეობა
დედაქალაქი რომი
230) 41°54′N 12°29′E
უდიდესი ქალაქი რომი
ოფიც. ენები იტალიური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
  -პრეზიდენტი ჯორჯო ნაპოლიტანო
  -პრ.-მინისტრი მარიო მონტი
   
   
ფართობი
 - საერთო
 
 - წყალი (%)
 
301 230 კმ²(71-ე)
 
  2,4%
მოსახლეობა
 - 2009 სავ.
 - 2001 ცენზი
 - სიმჭიდროვე
 
60 231 214 (23-ე)
57 110 144
196,2 ად./კმ² (54-ე)
მშპ (ppp)
 - საერთო

 - ერთ მოსახლეზე
2007მიახლ.
$1,888 ტრილიონი (მე-8)

$32 319 (მე-20)
აგი (2005) Green Arrow Up Darker.svg 0.941 (მაღალი) (მე-20)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
  -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)
ქვეყნის კოდი ITA
ccTLD .it
სატელეფონო კოდი +39
შემავალი:
დიდი რვიანი
 ევროპის ქვეყნები
 ევროპის დროშა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები
 

იტალია (იტალItalia), ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა (იტალRepubblica italiana[1]) — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთიშვეიცარიაავსტრია დასლოვენია. სამხრეთით ის მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულსხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა დასარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოებისან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატით. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.

იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომები — ლანგობარდები დაოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.[2]

პოსტ-რომის იმპერიული საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იტალია დაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ და ქალაქ-სახელმწიფოდ (მაგალითად, როგორებიც იყო სარდინიის სამეფოორი სიცილიის სამეფომილანის საგრაფო), მაგრამ 1861 წელს გაერთიანდა.[3]გაერთიანების მღელვარე პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც "Il Risorgimento". გვიანდელ XIX საუკუნიდან და მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იტალია ფლობდა კოლონიურ იმპერიას, რომელზეც მისი მმართველობა ვრცელდებოდა და ოგო მოიცავდა ლიბიას,ერიტრეასსომალისეთიოპიასალბანეთსდოდეკანესის კუნძულებსა და ტიანძინის კონსესიას ჩინეთში.[4]

თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა[5] და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში.[6] იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით.[7][8] წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანისდიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ,[9] და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი.[10] ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისმსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის,ევროპის საბჭოსდასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.

იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს.[11][12] იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.[13]

 

ქვეყანა დასავლეთ ევროპაშიაპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთიშვეიცარიაავსტრიასლოვენია. იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო. იტალია მდებარეობს ზომიერი სარტყლის ტყის ზონისა (ჩრდილოეთით) დასუბტროპიკული სარტყლის (სამხრეთით) ფარგლებში. მის ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენსხმელთაშუა ზღვა. ნაპირი სუსტადაა დანაწევრებული, ცოტაა მოხერხებული უბე. შედარებით მეტადაა დანაწევრებული აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7 500 კმ. ტერიტორიის დაახლოებით 4/5 უჭირავს მთებსა და მაღლობებს. ჩრდილოეთით გადაჭიმულიაალპები (მთა მონბლანი, 4807 მ — იტალიის უმაღლესი წერტილი), მის სამხრეთით, აპენინის ნახევარკუნძულის გასწვრივ, თითქმის 1200 კმ-ზე გადაჭიმულია აპენინის მთები (მთა კორნო-გრანდე, 2914 მ), ეტნა (3340 მ), სტრომბოლივულკანო. შუა და სამხრეთ იტალიაში ხშირიამიწისძვრა (მესინის — 1908სიცილიის — 1968).

სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირილიგნიტინავთობიბუნებრივი აირიტყვიისთუთიისა, და რკინის მადანი,ბოქსიტიპირიტივერცხლისწყლის მადანიგოგირდიმარმარილო.

ჰავა იტალიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულია, ხმელთაშუაზღვიურიპადანის ვაკეზე — სუბტროპიკულიდან ზომიერში გარდამავალი.ზაფხული ცხელი და მშრალია. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გადის იტალიის უდიდესი მდინარე პო(სიგრძე 652 კმ.) პადანის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ადიჯებრენტაპიავეტალიამენტორენო და სხვ. აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბების უმეტესობა (გარდაკომოლაგო-მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალპების მთისწინეთშია, აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი უდიდესი ტბებია: ბოლსენაბრაჩანო და სხვ.

ალპებში 800 მეტრამდე სიმაღლეზე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა, 800-დან 1800 მ-მდე — წიფლნარი და წიწვნარია მთა-ტყის ყომრალ და ნეშომპალა ნიადაგებზე; მაღლა — ბუჩქნარი, სუბალპური და ალპური მდელოები მთა-მდელოს ნიადაგზე, თხემურ, ნაწილში გაშიშვლებული კლდეები და შვავებია. აპენინებში სიცილიასა და სარდინიაში 500-600 მ-მდე მარადმწვანე ქვამუხის, კორპის მუხის, მინიისა და ალეპოს ფიჭვის კორომები და ბუჩქნარია უმთავრესად ყავისფერ ნიადაგზე, მაღლა, 1000-1500 მ-მდე ჭარბობს მთის ფართოფოთლოვანი ტყეებიყავისფერ და მთის მურანიადაგებზე. ცხოველები შემორჩენილია მხოლოდ მთაში. ალპებსა და აპენინებში ბინადრობს არჩვიველური კატაკვერნაქრცვინი, ცენტრაურ აპენინებში —მურა დათვი. გავრცელებულია: კურდღელიციყვი, ფრინველთა 400-მდე სახეობა. ბევრია ქვეწარმავალი და თევზი.

 


ტეგები:
 (ხმების რაოდენობა #: 1)